საქართველოს პრეზიდენტი ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ჩეხ კოლეგას შეხვდა. გიორგი მარგველაშვილისა და  მილოშ ზემანის საუბარი ნატოს სამიტის მნიშვნელობასა და საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის პერსპექტივას შეეხო. გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ სათანადოდ შეფასდება  ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია.

ქვეყნის პირელმა პირმა ჩეხეთის პრეზიდენტთან საუბრისას უკრაინაში შექმნილი კრიზისიც განიხილა.

გიორგი მარგველაშვილმა მილოშ ზემანს მადლობა გადაუხადა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის.