გიორგი მარგველაშვილი და ირაკლი ალასანია უელსის პრინცის სახელით გამართულ მიღებას დაესწრნენ

გიორგი მარგველაშვილი და ირაკლი ალასანია უელსის პრინცის სახელით გამართულ მიღებას დაესწრნენ

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი უელსის პრინც ჩარლის სახელით, ნატოს სამიტში მონაწილე პარტნიორი ქვეყნების დელეგაციათა ხელმძღვანელების პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტთან ერთად აღნიშნულ მიღებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ესწრებოდა.