ნატო უკრაინას ძალოვანი სტრუქტურების გაძლიერებისთვის 15 მილიონი ევროთი დაეხმარება, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა უელსში, უკრაინა-ნატო-ს კომისიის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"მოკავშირეები უკრაინას დაახლოებით 15 მილიონით დაეხმარებიან", -აღნიშნა რასმუსენმა. მისივე თქმით, ნატო უკრაინას დახმარებას გაუწევს, რათა გაამყაროს უკრაინის ძალოვანი სტრუქტურები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება, ლოგისტიკა, კონტროლი და კომუნიკაცია, ასევე ბრძოლებში დაღუპული ჯარისკაცების რეაბილიტაცია.