მარიუპოლისკენ დაქირავებულებს მძიმე ტექნიკა გადააქვთ

მარიუპოლისკენ დაქირავებულებს მძიმე ტექნიკა გადააქვთ

უკრაინული დაზვერვის მონაცემებით, რუსი დაქირავებულები მარიუპოლის მიმართულებით "გრადისა" და "ურაგანის" ტიპის ტექნიკის გადაადგილებას ახორციელებენ, - "ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ანტიტერორისტული შტაბის პრესსამსახური იუწყება.

მათი ინფორმაციით, ანტიტერორისტულმა ძალებმა უკვე გაანადგურეს ორი რუსული ტანკი და ერთი ავტომანქანა.

ბოლო ინფორმაციით, ამ დროისთვის დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ შიროკინოსთან ბრძოლები მიმდინარეობს, მარიუპოლში კი ანტირუსული მიტინგი მიმდინარეობს.