სეტყვამ ყვარლის რაიონიც დააზარალა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი კახეთიდან იტყობინება, შილდაში სეტყვა დაახლოებით 21:30 საათზე მცირე ინტერვალით ორჯერ განმეორდა.
ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, სეტყვის შედეგად დაზიანებულია ვენახები. ზარალის შესახებ ინფორმაციას ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი არ ფლობს.
როგორც ილია მზექალაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განიცხადა, სტიქიის შედეგად მიყებული ზარალის დათვლა დილიდან დაიწყება.