ნატო რუსეთს მოუწოდებს, უკრაინაში კონფრონტაცია შეწყვიტოს. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ნატო-უკრაინის სამიტის გახსნისას განაცხადა, რომელიც უელსში გაიმართა.
"ნატო რუსეთს მოუწოდებს, ყირიმის ანექსია შეწყვიტოს, გაიყვანოს ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან, შეწყვიტოს იარაღისა და მებრძოლების გადასვლა საზღვარზე, შეწყვიტოს კონფრონტაცია და შემობრუნდეს მსოფლიო საზოგადოებისკენ", - აღნიშნა რასმუსენმა.
მისი თქმით, თავისუფალი და დამოუკიდებელი უკრაინა, რომელიც ერთგულია კანონის უზენაესობისა, წარმოადგენს გასაღებს ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. რასმუსენის განცხადებით, ნატო უკრაინაში სამხედრო რეფორმებს მხარს დაუჭერს და ძლიერი არმიის მშენებლობაში დაეხმარება. ამავდროულად, გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსი არ ჩაერევა ნატოს ქვეყნების გადაწყვეტილებებში უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდებასთან დაკავშირებით.
"ნატოს, როგორც ორგანიზაციას, არ გააჩნია საკუთარი იარაღი ან სამხედრო ტექნიკა. მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება ცალკეულ სახელმწიფოებს ეკუთვნით. ამასთან დაკავშირებით, ნატო არ ჩაერევა ალიანსის წევრების ეროვნულ გადაწყვეტილებებში უკრაინაში სამხედრო ტექნიკის მიწოდებასთან დაკავშირებით," - განაცხადა ალიანსის გენმდივანმა.