"ეს იყო მნიშვნელოვანი დღე და არა მარტო საქართველოსთვის. ეს დღე მნიშვნელოვანი იყო იმ პრობლემების განხილვის თვალსაზრისით, რომლეიც ალიანსის წინაშე დგას. დღეს შესაძლებლობა მოგვეცა ფორმალური თუ არაფორმალური შეხვედრების დროს კიდევ ერთხელ გვესაუბრა მოკავშირეებთან ჩვენი ჩაბმულობისა და მომავალი გეგმების შესახებ. ფაქტობრივად, ყველა სახელმწიფო აფასებს საქართველოს როლს და იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია და იმ წინგადადგმულ ნაბიჯებს, რომლეიც ალიანსის წევრობასთან გვაახლოებს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.