გამოქვეყნებული პოსტი, სადაც თითქოს ლაშა მახარაძის მკვლელობაზე საუბრობს, მასთან კავშირში არ არის.
„ახლა გამომიგზავნა ჩემთვის უცნობმა ადამიანმა ეს ფოტო. არ ვიცი ეს რა არის, ან როგორ აკეთებენ, ამას მაგრამ ამ პოსტს ჩემთან კავშირი არ აქვს. საქართველოში არ ვარ და არ ვიცი რაზეა საუბარი, მოგვიანებით ვნახე ინფორმაცია და დაახლოებით ვხვდები, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს პოსტი ჩემთან კავშირში არ არის“, - აცხადებს თინა ხიდაშელი.
სოციალურ ქსელში გავრცელდა პოსტი, სადაც თინა ხიდაშელი თითქოს ლაშა მახარაძის მკვლელობას ეხმაურებოდა და წერდა: „რა ისტერიკაში ხართ. დიდი ამბავი ერთი ვაკელი ნაძირალაც თუ აღარ ივლის ქუჩაში. რა შუაშია აქ ქალბატონი მანანა კობახიძე, მას ოჯახმა სთხოვა, რომ ის პიროვნება შეეწყალებინა და ახლა ვის მოკლავს ის დღეს თუ ხვალ, რა კობახიძემ უნდა უდარაჯოს. ეტყობა მოსაკლავი იყოდა მოკლეს კიდეც. გირგვლიანი და რობაქიძე არ დაგვიწყებია!“