ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ცოდნა და კომპეტენცია სხვა ქვეყნების, იქნება ეს საქართველო თუ ახლო აღმოსავლეთი, ძალების სწავლებისა და გაძლიერებისთვის, რათა შეძლონ ადგილობრივ სიფრთხეებთან გამკლავება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კემერონისა და აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ერთობლივ სტატიაშია ნათქვამია, რომელსაც ბრიტანული გამოცემა "თჰე თიმეს" აქვეყნებს.
სტატიაში ავტორები ასევე ხაზს უსვამენ, რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უნდა უზრუნველყოს აღმოსავლეთ ევროპაში მყარი ყოფნა. ბარაკ ობამა და დევიდ კემერონი ასევე აღნიშნავენ, რომ ნატო არ არის მხოლოდ მეგობრების ალიანსი, რომელიც მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ერთიანდება ერთმანეთის დასახმარებლად, ეს აგრეთვე ეროვნულ თვითინტერესზე დამყარებული ალიანსია.
"უკანასკნელად, როდესაც 1990 წელს ნატო-ს წევრები ბრიტანეთში შეხვდნენ ერთმანეთს, ცივი ომი დასასრულს უახლოვდებოდა. როდესაც მარგარეტ ტეტჩერმა და პრეზიდენტ ჯორჯ ბუშმა პირობა დადეს, რომ მომავალშიც ერთად იდგებოდნენ, ბევრი იფიქრებდა, იმედიც კი გაუჩნდებოდა, რომ მშვიდობა და კეთილდღეობა ნაკლებად რელევანტურსა და საჭიროს გახდიდა უსაფრთხოების ამ დიდებულ ალიანსს. მაგრამ სიმართლე არის ის, რომ დღეს ნატო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი მომავლისთვის ისე, როგორც არასდროს ყოფილა წარსულში", - ნათქვამია დევიდ კემერონისა და ბარაკ ობამას სტატიაში.
ინგლისის პრემიერ-მინისტრი და აშშ-ის პრეზიდენტი ასევე ხაზს უსვამენ, რომ დღეს უელსის სამიტზე მსოფლიო ლიდერები იმ დროს ხვდებიან, როდესაც მსოფლიო ბევრ სახიფათო გამოწვევას უპირისპირდება.
"აღმოსავლეთით რუსეთმა ყირიმის უკანონო, თვითგამოცხადებული ანექსია მოახდინა. რუსეთის ჯარები უკრაინულ მიწაზე ემუქრებიან და ძირს უთხრიან სუვერენულ სახელმწიფოს. სამხრეთით კი არასტაბილურობა სუფევს დაწყებული ჩრდილოეთი აფრიკიდან, დამთავრებული ახლო აღმოსავლეთით", - ნათქვამია სტატიაში.