მარიუპოლთან სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის. ძალოვანები საუბრობენ "საბრძოლო დაზვერვაზე", რომელსაც "ბოევიკები" ახორციელებენ.
"უნიანის" ინფორმაციით, პოლონელი ჟურნალისტი პეტრ ანდრუსეჩკო "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ნოვოაზოვსკის მხრიდან მიმდინარე სროლებისა და აფეთქებების შესახებ წერს. მისი ინფორმაციით, მარიუპოლის შტაბში განაცხადეს, რომ მარიუპოლთან ბრძოლები მიმდინარეობს. ნოვოაზოვსკიდან მარიუპოლისკენ დაიძრა ტანკები. შტაბში ასევე აღნიშნეს, რომ ეს არის მცდელობა იმ მიტინგის ჩასაშლელად, რომელიც მარიუპოლში იმართება. მათივე განცხადებით, რამდენიმე საათში მოწინააღმდეგე განადგურდება და ეს კოლონა წინ ვეღარ წავა.
დღესვე, დონეცკის გუბერნატორმა სერგეი ტარუტამ განაცხადა, რომ "ბოევიკები" 4 ტანკითა და 40-მდე მედესანტით ე.წ. საბრძოლო დაზვერვას ახორციელებენ სოფელ დონსკოეში. მან მარიუპოლელებს მოუწოდა, პანიკას არ აყვნენ, რადგან ქალაქი დაცულია.