საგარეო საქმეთა მინისტრის აზრით, სიმბოლურია, რომ ნატო-ს სამიტი პრეზიდენტის დაბადების დღეს დაემთხვა.
“ჩვენ ვთხოვეთ რასმუსენს, პრეზიდენტისთვის ეჩუქებინა ბევრად მეტი, ვიდრე არის გათვალისწინებული. მაგალითად, ნატო-ს წევრობა. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან სიმბოლურია, რომ სამიტი დაემთხვა პრეზიდენტის დაბადების დღეს. მე იმედი მაქვს, რომ ეს იქნება წარმატებული მისთვის და მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის”, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.