ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრას "ტვიტერზე" ეხმაურება.
"კარგი შეხვედრა მქონდა გიორგი მარგველაშვილთან. ნატო-ს უელსის სამიტზე ჩვენ გავაძლიერებთ ურთიერთობას ნატო-ს პარტნიორებთან, საქართველოს ჩათვლით. ჩვენი თანამშრომლობა ხანგრძლივად გაგრძელდება. ხვალ კი ჩვენ თანამშრომლობის ახალ პაკეტს ავამოქმედებთ, საქართველოს თავდაცვის გაძლიერების დასახმარებლად და საქართველოს ნატო-ს წევრობის მოსამზადებლად", - დაწერა ანდერს ფოგ რასმუსენმა "ტვიტერზე".
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა საქართველოს ასევე მოუწოდა რეფორმების გაგრძელებისა და კანონის უზენაესობის დაცვისკენ.
ანდერს ფოგ რასმუსენისა და გიორგი მარგველაშვილის ორმხრივი შეხვედრა უელსში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში გაიმართა.