ქორწინების იძულება სისხლის სამართლის დანაშაული ხდება

ქორწინების იძულება სისხლის სამართლის დანაშაული ხდება

საქართველოს პარლამენტში უკვე წარდგენილია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით ზომების გამკაცრებასა და ახალი ნორმების შემოღებას ითვალისწინებს.

ცვლილებება "სისხლის სამართლის კოდექსში" შედის, რომელსაც ქორწინების იძულების მუხლი ემატება. ახალი მუხლის მიხედვით, ქორწინების, მათ შორის არარეგისტრირებულის იძულება, დაისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით – ვადით 200-დან 400 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით 2-დან 4 წლამდე. იგივე ქმედება ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 2-დან 4 წლამდე.

"ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" კანონსა და დაახლოებით 10-ზე მეტ კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტში მესამე მოსმენით გადის.