უელსში ნატო-ს სამიტი გაიხსნა

უელსში ნატო-ს სამიტი გაიხსნა

ნატო-ს წევრი სახელმწიფოს ლიდერები და მიწვეული სტუმრები ნიუპორტში, Celtic Manor Resort-ში შეიკრიბნენ და ერთობლივი ფოტო გადაიღეს.

ამ წუთებში კი სამიტის ფარგლებში უკვე პირველი შეხვედრა ავღანეთის საკითხზე მიმდინარეობს. შეხვედრაში ალიანსის წევრი ქვეყნის ლიდერები, ISAF-ის კონტრიბუტორები, ასევე იაპონიის, ყაზახეთის, პაკისტანის, გაერო-სა და ევროკავშირის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ISAF-ის საკითხებზე მიმდინარე შეხვედრას ესწრება საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს.

დღესვე, დაგეგმილია ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა თავიანთ კოლეგებთან ასპირანტი ქვეყნებიდან (საქართველო, ბოსნია-ჰერცოგოვინა, მონტენეგრო და მაკედონია), რომელშიც, შესაბამისად, მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია კი მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს წევრი სახელმწიფოებისა და ალიანსის პარტნიორი 24 ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში.