მარგველაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრას

მარგველაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრას "ტვიტერზე" გამოეხმაურა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან შეხვედრას "ტვიტერზე" ეხმაურება.

"მადლობა გადავუხადე ანდერს ფოგ რასმუსენს მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელსაც ის საქართველოს მიმართ იჩენს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობის გზაზე", - დაწერა გიორგი მარგველაშვილმა "ტვიტერზე".

საქართველოს პრეზიდენტისა და ნატო-ს გენერალური მდივნის შეხვედრა უელსში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში გაიმართა.