უწყებათაშორისმა ჯგუფმა პრემიერს ინფორმაცია მიაწოდა

უწყებათაშორისმა ჯგუფმა პრემიერს ინფორმაცია მიაწოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებმა მთავრობის მეთაურს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრაზე ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე მოვლენებზეც იმსჯელეს.