ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს დაბადების დღე მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა.
ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
გიორგი მარგველაშვილისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის შეხვედრა ეულსში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტი დღეს 45 წლის გახდა.