ნატო-ს გენერალური მდივანი რუსეთს მოუწოდებს, უკრაინის საზღვრიდან ჯარი გაიყვანოს.
“რუსეთი ცეცხლის შეწყვეტით დაინტერესებული არ არის. მათ უკრაინაში დესტაბილიზაციის გაგრძელება სურთ. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრიდან, შეწყვიტოს იარაღის მიწოდება და სეპარატისტების მხარდაჭერა. მთლიანობაში კი, ეს მოვლენები არის გამოსაფხიზლებელი სიგნალი, რომელიც გვეუბნება, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მეტი ინვესტიციაა საჭირო. იმედი მაქვს, უელსის სამიტის ერთ-ერთი შედეგი სწორედ ეს იქნება”, - განაცხადა რასმუსენმა.