“ევროკავშირს და ნატო-ში ჩვენ მეგობრებს ვეუბნებით, რომ რუსეთი მარტო ჩვენი და უკრაინის პრობლემა არაა”

“ევროკავშირს და ნატო-ში ჩვენ მეგობრებს ვეუბნებით, რომ რუსეთი მარტო ჩვენი და უკრაინის პრობლემა არაა”

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა “ბი-ბი-სისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რუსეთი ფიქრობს, რომ შეუძლია უკრაინისა და საქართველოს ბედი განსაზღვროს, რადგან ეს ქვეყნები საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო.

“თქვენ საუბრობთ ტალიავინის კომისიის მიერ შესწავლილ კონკრეტულ დეტალებზე, ვინ რა გააკეთა კონკრეტულ დღეს, მაგრამ ეს სურათს არ ცვლის. შეუძლებელია შენ დაიწყო ომი საკუთარ ტერიტორიაზე. იყო შეცდომები, მაგრამ ეს არ ცვლის რუსეთის ხელისუფლების განცხადების მიზანს. ისინი ფიქრობენ, რომ შეუძლიათ განსაზღვრონ უკრაინისა და საქართველოს ბედი, რადგან ჩვენ ოდესღაც საბჭოთა კავშირის ნაწილი ვიყავით. აი, ეს არის ერთი სცენარი. ევროკავშირსა და ნატო-ში ჩვენს მეგობრებს ვეუბნებით, რომ ეს არ არის მარტო საქართველოსა და უკრაინის პრობლემა, რადგან უფრო სტაბილურია აღმოსავლეთ ევროპა, ევროპული სტაბილურობის ნაწილია. უფრო მეტიც, ეს რუსეთის სტაბილურობის ნაწილიცაა, რადგან რუსეთს არ შეეძლება ეფექტურად განვითარდეს, თუ მის საზღვრებთან ამდენი პრობლემატური ტერიტორია იქნება”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.