„პირველ რიგში NATO, ევროკავშირი კი... შემდეგ“

„პირველ რიგში NATO, ევროკავშირი კი... შემდეგ“

„საქართველოს ინტეგრაცია დასავლეთის სახელმწიფოებთან თავიდანვე მიმართული იყო არა ევროკავშირისაკენ, არამედ NATO-ს სამხედრო ალიანსისაკენ", - ნათქვამია მოხსენებაში სახელწოდებით „უკრაინა, საქართველო მოლდოვა;  გზა NATO-სკენ ევროკავშირის მეშვეობით", რომელიც მომზადდა რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „როსსია სეგოდნიას" საერთაშორისო ჟურნალისტიკისა და კვლევების ცენტრის მიერ.

„1994 წელს საქართველო შეუერთდა პროგრამას „პარტნიორობა მშვიდობისათვის". თბილისმა, ისევე როგორც პროგრამის სხვა მონაწილეეებმა, აიღო პოლიტიკური ვალდებულება  „ეროვნული თავდაცვითი ბიუჯეტის ჩამოყალიბებისა და დაგეგმვის გამჭვირვალობაზე, შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის მიზნით. საქართველომ ივალდებულა აგრეთვე მონაწილეობა მიეღო NATO-ს ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო და ჰუმანიტარულ ოპერაციებში", - აღნიშნულია  გამოკვლევაში.

1996 წლისათვის საქართველო მონაწილეობდა NATO-ს 20 ღონისძიებაში, შემდეგ კი „თბილისის აქტიურობა განუხრელად იზრდება": 1997 წელს მონაწილეობს უკვე 70 პარტნიორულ ღონისძიებაში, 1998 წელს - 120-ში, 1999 წელს კი 140-ში... 1999 წლიდან საქართველო შეუერთდა NATO-ს მიერ ინიცირებულ „დაგეგმვისა და ანალიზის პროცესს", რომლის მიზანი იყო პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებისა და NATO-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების ოპერატიული ურთიერთშესაბამისობის მიღწევა. ამ პროცესებმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ცვლილებები გამოიწვია: უპირველესად ის, რომ იმავე წელს საქართველო გამოვიდა „ოდკბ"-დან (დსთ-ის ქვეყნების კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების ორგანიზაციიდან) და ამით საბოლოოდ აირჩია პროამერიკული საგარეოპოლიტიკური ორიენტაცია", - ნათქვამია მოხსენებაში.

ამრიგად, „თავიდანვე საქართველოს ინტეგრაცია დასავლეთის ქვეყნებთან მიმართული იყო არა ევროკავშირისაკენ, რაც შეიძლებოდა ეკონომიკური ურთიერთობის მოტივებით ახსნილიყო, არამედ NATO-საკენ, ანუ სამხედრო ალიანსის სასარგებლოდ".

როგორც მოხსენებაშია ნათქვამი, საქართველოს არმიის რეფორმირებაში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა სამეთაურო კადრების მომზადებას NATO-ს ქვეყნების სამხედრო სასწავლებლებში: „თანაც მათ ამზადებენ არამარტო ქართული არმიაში სამსახურისთვის, არამედ იმ პერსპექტივითაც, რომ ისინი შეიარაღებულ ძალებსა და სახელმწიფო სტრუქტურებში მაღალ თანამდებობებს დაიკავებენ. ამით უზრუნველყოფილი იქნება პროდასავლური პოლიტიკური კურსის გარძელება", - მიაჩნიათ მოხსენების ავტორებს.

http://ria.ru/world/20140903/1022612858.html