საქართველოდან უკრაინაში სამედიცინო დახმარება მომავალი კვირის ოთხშაბათს გაიგზავნება. როგორც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა , დავით სერგეენკომ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, უკრაინაში გასაგზავნი სამედიცინო დახმარება მოძიებული და განფასებულია. მისივე თქმით, მოძიებულია შესაბამისი თანხაც. საკითხი მთავრობის ხვალინდელ სხდომაზე გავა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მოლაპარაკება უკვე დასრულდა სატრანსპორტო კომპანიებთან და პირველი რეისი მომავალი კვირის ოთხშაბათს შესრულდება.
დავით სერგეენკოს განცხადებით, იმის გამო, რომ ტვირთის მოცულობა დიდია, სამგზავრო ლაინერით მისი გადატანა ვერ ხერხდება, ამიტომ სამედიცინო დახმარება საქართველოდან სატრანსპორტო თვითმფრინავით უკრაინაში გაიგზავნება.