უკრაინის სამხედრო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის დიმიტრი ტიმჩუკის განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინაში ანტიტერორისტული ოპერაციის ძალების მიმართულებით რუსეთის ტერიტორიიდან ცეცხლის გახსნამ იმატა. იამის შესახებ ნფორმაციას "უკრაინსკაია პრავდა" ავრცელებს.
დიმიტრი ტიმჩუკის განცხადებით, აღსანიშნავია ისიც, რომ თავდასხმები შემცირდა სეპარატისტების მხრიდან. მისივე თქმით, რუსეთის ტერიტორიიდან თავდასხმები განხორციელდა დიმიტროვკას, პობედას, ვალუისკოესა და სხვა რამდენიმე რაიონში.