აშშ-ის თავდაცვის მდივანი:  რუსეთთან ომში ჩართვას არ ვაპირებთ

აშშ-ის თავდაცვის მდივანი: რუსეთთან ომში ჩართვას არ ვაპირებთ

ჩვენ არ ვაპირებთ რუსეთთან სამხედრო კონფრონტაციაში, ომში ჩართვას. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჩაკ ჰეიგელმა ტელეკომპანია CNN-თან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პუტინის მიერ უკრაინაში ვითარების ესკალაციას რუსეთისთვის შედეგები მოჰყვება.

"რუსეთი აგრძელებს ძალიან სახიფათო ნაბიჯების გადადგმას, რომელიც ვითარების ესკალაციას იწევს. ამ ყველაფერს რუსეთისთვის შედეგები ექნება", - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

რამდენიმე დღის წინ პენტაგონმა გაავრცელა განცხადება, რომ უკრაინის საზღვრებთან 10 ათასი რუსი სამხედრო იმყოფება.