რუსეთისთვის "მისტრალის" გადაცემის შეჩერებასთან დაკავშირებით ნატოს საფრანგეთზე ზეწოლა არ განუხორციელებია. ამის შესახებ "იტარ-ტასს" ალიანსის პრესსამსახურში განუცხადეს.
"ეს საფრანგეთის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებაა, რომელთან დაკავშირებითაც ნატო არაფერ შუაშია", - აღნიშნეს ალიანსის პრესსამსახურში. მათი თქმით, ნატო, როგორც ორგანიზაცია, არ ეწევა სამხედრო ტექნიკის მიწოდებას მესამე ქვეყნებში, ეს არ შედის ალიანსის კომპეტენციაში და ყველა გადაწყვეტილება ნაციონალურ დონეზე მიიღება.
დღეს ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთმა რუსეთისთვის "მისტრალის" პირველი ხომალდის გადაცემა შეაჩერა.