ბარაკ ობამა ნატოს მოუწოდებს, უკრაინას სამხედრო პოტენციალის გამყარებაში დაეხმაროს

ბარაკ ობამა ნატოს მოუწოდებს, უკრაინას სამხედრო პოტენციალის გამყარებაში დაეხმაროს

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ  ობამამ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს მოუწოდა, დაეხმაროს უკრაინას და მისი სამხედრო პოტენციალი გაამყაროს. მისივე თქმით, ნატომ "კარი ღია უნდა დატოვოს ახალი წევრებისთვის, რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, - "როიტერის" ინფორმაციით, ამის შესახებ ობამამ ტალინში ყოფნისას განაცხადა.

ამერიკის პირველმა პირმა რუსეთი უკრაინაზე "უცერემონიოდ" თავდასხმაში დაადანაშაულა. "ნატომ საკუთარ თავზე უნდა აიღოს კონკრეტული პასუხისმგებლობა უკრაინისთვის დახმარების გასაწევად ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების მოდერნიზებისა და გაძლიერებისთვის. ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ ნატოს სხვა პარტნიორებისთვისაც, მათ შორის საქართველოსა და მოლდოვასთვის და გავაძლიეროთ მათი თავდაცვა", - განაცხადა ობამამ.

ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ვაშინგტონი განაგრძობს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სწავლებების შეთავაზებას.