ღვინო, მინერალური წყალი რუსულ ბაზრებზე გადის, მაგრამ გრძელდება მავრთულხლართების მშენებლობაც

ღვინო, მინერალური წყალი რუსულ ბაზრებზე გადის, მაგრამ გრძელდება მავრთულხლართების მშენებლობაც

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლონდონში, საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტში საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე ისაუბრა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, არსებობს პროგრესი - ღვინო, მინერალური წყალი რუსულ ბაზრებზე გადის, მაგრამ პარალელურად, გრძელდება მავრთულხლართების მშენებლობა, ე.წ. საზღვრებზე ადამიანების გატაცება.

"ჩვენ გვაქვს პოზიტიური სიტუაცია ვაჭრობის კუთხით. შევქმენით სპეციალური ფორმატი, როდესაც პრაღაში ჩვენი წარმომადგენელი ესაუბრება რუსებს. ისინი საუბრობენ ვაჭრობაზე, თუმცა ამან შესაძლოა შეამციროს დაძაბულობა ჩვენს შორის. შექმნას უფრო ხელსაყრელი ფორმატი სხვა, უფრო რთული საკითხების განსახილველად. აქვე გვაქვს პროგრესი, ღვინო, მინერალური წყალი გადის რუსულ ბაზრებზე, მაგრამ პარალელურად გრძელდება მავრთულხლართების მშენებლობა, ე.წ. საზღვრებზე ადამიანების გატაცება", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის კომენტარს ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.