შს მინისტრის მოადგილემ საპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნას მინისტრ ჭიკაიძის გადადგომასთან დაკავშირებით “იმედის” ეთერში უპასუხა.
“დაკავდნენ უფრო სერიოზული თემებით, ვიდრე ასეთი განცხადებებით – ამას ვურჩვედი. ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური განცხადებები. გამოვიდა ბატონი თარგამაძე და ამბობს, რომ ნორმალური ადამიანები თუ არიანო. ამ ბატონის ნორმალური ქცევა იყო ის, რაც საზოგადოებამ იხილა, როდესაც ადამიანებს ცემით, წამებით, მანიპულაციით, მკვლელობების დამალვით ამყოფებდნენ ვირტუალურ გარემოში, კონტროლირებადი მედიის პირობებში. ახლა, როგორც ვხედავ, ეს ნორმალური მდგომარეობა მოენატრათ მათ”, - განაცხადა ლევან იზორიამ. შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ბოლო დროს ქვეყანაში გახშირებული მკვლელობების გამო შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს.