საფრანგეთმა რუსეთისთვის

საფრანგეთმა რუსეთისთვის "მისტრალის" პირველი ხომალდის გადაცემა შეაჩერა

საფრანგეთმა რუსეთისთვის "მისტრალის" პირველი ხომალდის გადაცემა შეაჩერა, - ამის შესახებ ოფიციალური ელიზეს სასახლის კომუნიკეშია ნათქვამი.

"საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის პერსპექტივის არსებობისა, რომელიც უნდა დადასტურდეს და ამოქმედდეს, აუცილებელი პირობა, რომ საფრანგეთმა ნება დართოს "მისტრალის" პირველი ხომალდის მიწოდებას, დღემდე შექმნილი არ არის", - ნათქვამია კომუნიკეში.