უკრაინა რუსეთს მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად კომპენსაციას მოსთხოვს

უკრაინა რუსეთს მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად კომპენსაციას მოსთხოვს

უკრაინა რუსეთს დონბასში სამხედრო აგრესიის შედეგად მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად კომპენსაციას მოსთხოვს. "უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა პაველ პეტრენკომ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა აღნიშნული კომპენსაციის მიღებას რუსეთისგან საერთაშორისო სასამართლო ინსტანციების დახმარებით შეეცდება.

"შესაბამისი დავალება ქვეყნის პრემიერმა დღეს იუსტიციის სამინისტროსა და ეკონომიკური ბლოკის უწყებებს მისცა. ჩვენ ყველა ფაქტს ვაგროვებთ და ზარალს დავითვლით. რუსეთისგან, როგორც აგრესორი ქვეყნისგან მოვითხოვთ იმ ზარალის ანაზღაურებას, რომელიც მან აღმოსავლეთ უკრაინას მიაყენა", - განაცხადა პაველ პეტრენკომ.

მისი თქმით, საბოლოოდ, ზარალის დათვლა შესაძლებელი მას შემდეგ გახდება, რაც საომარი მოქმედებები დასრულდება, მაგრამ რუსეთს ერთმნიშვნელოვნად მოუწევს პასუხისგება ზარალზე. მინისტრის განცხადებით, საქმე ეხება მაღაროებისა და ხიდების განადგურებას, ქარხნების გაძარცვას და ა.შ.