თედო ჯაფარიძის ვიზიტი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში

თედო ჯაფარიძის ვიზიტი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ოფიციალური ვიზიტით  ირანის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფება. საპარლამენტო დელეგაციაში არიან პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გუბაზ სანიკიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, იოსებ ჩახვაშვილი.

საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრები გამართა ირანის ისლამური რესპუბლიკის მეჯლისის თავმჯდომარესთან ალი ლარიჯანისთან, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარესთან ალაედინ ბორუჯერდისთან, ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან ბატონ ირევანისთან, აგრეთვე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იბრაჰიმ რაჰიმფურთან.

შეხვედრებზე საუბარი ძირითადად ეხებოდა ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას. მხარეებმა განხილეს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები და ასევე რეგიონში მიმდინარე მოვლენები.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ირანის რეპუბლიკაში 4 სექტემბრამდე გაგრძელდება.