სერგო რატიანმა დავით უსუფაშვილს სპეციალური

სერგო რატიანმა დავით უსუფაშვილს სპეციალური "საშვი" გადასცა

"მიზანი ამართლებს საშუალებას" - ამ წარწერით საპარლამენტო უმცირესობამ პარლამენტის თავმჯდომარეს სპეციალური "საშვი" გადასცა.

როგორც დღეს, პლენარული სხდომის მიმდინარეობისას უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა, პარლამენტის თბილისში გადატანით დავით უსუფაშვილი იმ პოლიტიკოსთა კლუბში გაწევრიანდა, რომელთა სამოქმედო პრინციპია - მიზანი ამართლებს საშუალებას.

რატიანის თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, მიზანი მაინც არ იქნა მიღწეული და პარლამენტი ქუთაისში რჩება. "მიზანი თქვენ მიღწეული არ გაქვთ, ქუთაისში რჩება პარლამენტი და ჩვენ ამას დავიცავთ. თქვენ არ შემოგვთავაზეთ არაფერი, გარდა უკანსვლისა და ბერიას შენობაში დაბრუნებისა", - აღნიშნა სერგო რატიანმა პარლამენტის სხდომაზე.