ხელისუფლება საზოგადოებას დასცინის

ხელისუფლება საზოგადოებას დასცინის

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე სამარცხვინოსა და შეურაცხმყოფელს უწოდებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა არ გაუარესებულა.

მისი თქმით, ხელისუფლება ამ განცხადებით საზოგადოებას დასცინის. "მოულოდნელობა იყო, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის სრულიად ცინიკური, თავხედური, სიცილ-ხარხარში შეზავებული პასუხი მივიღეთ, რომ კრიმინალური მდგომარეობა არ გაუარესებულა. ეს ყველაფერი ითქვა მას შემდეგ რაც დღეს ვანში კიდევ ერთი საზარალი ამბავი მოხდა, როდესაც დედა და მცირეწლოვანი მძინარე ჩვილი გააუთოეს და ,,ბრიტვებით" დასერეს. ამ ფონზე კიდევ ჰყოფნით თავხედობა, დასცინიან საზოგადოებას და აგრძელებენ ჯიუტად იმის მტკიცებას, რომ ადამიანებს ეს ყველაფერი ეჩვენებათ. მინდა მივმართო მათ - იქნებ გააღვიძოთ ის ადამიანი და მოსწყვიტოთ ზვიგენს და მიხედოს რაღაცას. გავიგეთ, რომ შეუსრულა ყველა პირობა კრიმინალებს. ახლა დროა, რომ შეუსრულოს პირობები მოსახლეობას და იმ ამომრჩევლებს, რომელიც მოატყუა. ან დატოვოს ეს ქვეყანა და აცალოს იმ ხალხს, რომლებსაც რამის გაკეთება შეუძლია", - განაცხადა გივი თარგამაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.