ზუგდიდის ცენტრში "ევრაზიული არჩევანის" წევრებს ადგილობრივმა მოსახლეობამ და "თავისუფალმა ზონამ" ნატოს საწინააღმდეგო აქციის ჩატარების საშუალება არ მისცა.
აქციის მონაწილეებს წაართვეს პლაკატები, ისინი ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. სამართალდამცველებმა "თავისუფალი ზონის" ოთხი წარმომადგენელი და ერთი მოქლაქე დააკავეს.
"გვქონდა მშვიდობიანი აქცია "არა ნატოს", ტარდება თბილისში, გორში, ბათუმში. ობამამაც თქვა, მერკელმაც და მეტი ვინ უნდა უთხრას ამ "ნაცებს" და ზონდერებს, რომ არავინ მიგვიღებს ნატოში. ევრაზიულ კავშირს უნდა დავუახლოვდეთ, უნდა მოვეფეროთ რუსეთს, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები", - განაცხადა "ევრაზიული არჩევანის" წევრმა ზაზა არხანიამ.