თუ რუსეთი არ შევაჩერეთ, ჩვენი გეოსტრატეგიული მიზნების მიღწევა გაჭირდება

თუ რუსეთი არ შევაჩერეთ, ჩვენი გეოსტრატეგიული მიზნების მიღწევა გაჭირდება

თუ ჩვენ დღეს რუსეთის ფედერაცია არ შევაჩერეთ, ნამდვილად გაჭირდება რეგიონში ცხოვრება და ჩვენი გეოსტრატეგიული მიზნების მიღწევა , - აღნიშნული განცხადება დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტის განხილვისას გააკეთა.

"დღეს არის კრიზისი უკრაინაში. დღეს არის კრიზისი, რომელიც შეეხება აბსოლუტურად ყველას. ეს შეეხება არა მხოლოდ ჩვენს რეგიონს, არამედ მთლიანად მსოფლიოს. ნამდვილად ვიზიარებ პოზიციას, რომ თუ ჩვენ დღეს არ შევაჩერეთ რუსეთის ფედერაცია, არ შევაჩერეთ ის თავნებობა, რა თავნებობითაც აგრძელებს საგარეო პოლიტიკას და სამხედრო აგრესიას, ნამდვილად გაჭირდება ჩვენს რეგიონში ცხოვრება, გაჭირდება ჩვენი გეოსტრატეგიული მიზნების მიღწევა. ჩვენი გეოსტრატეგიული მიზანი კი არის ის, რომ გავხდეთ ევროკავშირისა და ნატოს წევრები", - აღნიშნა ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, "რეზოლუციის პროექტი ადეკვატურად ასახავს იმ რეალობას, რაც სადღეისოდ საერთაშორისო ასპარეზზე არსებობს და იმ ვანდალიზმს, რასაც რუსეთის ფედერაცია სჩადის".