უკრაინის აღმოსავლეთით რუსეთის 2 ათასამდე მოქალაქე დაიღუპა

უკრაინის აღმოსავლეთით რუსეთის 2 ათასამდე მოქალაქე დაიღუპა

უკრაინის აღმოსავლეთით რუსეთის 2 ათასამდე მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის უმრავლესობა სამხედროები არიან. ამის შესახებ უკრაინულ სააგენტო "უნიანს" რუსმა უფლებადამცველმა ელენა ვასილიევამ განუცხადა.

"ზუსტი ციფრის დასახელება შეუძლებელია, თუმცა ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის 2 ათასამდე მოქალაქე დაიღუპა, რომლებიც იქ იარაღით ხელში იმყოფებოდნენ. საუბარია როგორც მოხალისეებზე რუსეთიდან, ისე რუს სამხედროებზე", - განუცხადა ელენა ვასილიევამ "უნიანს".