რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსკოვში, ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, რობიზონ არაბული, მეტსახელად "რობინზონი" დააკავეს.
როგორც რუსული მედია წერს, 62 წლის "კანონიერი ქურდი" დაკავების მომენტში ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა. მას დაკავებისას შარვლის ჯიბიდან დაახლოებით 2 გრამი ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი" ამოუღეს. სისხლის სამართლის საქმე ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის ფაქტზეა აღძრული.
რობიზონ არაბული სხვადასხვა დანაშაულისთვის რამდენჯერმეა გასამართლებული. რობიზონ არაბული თავისი ექსცენტრიულობით ცნობილია. როგორც რუსული მედია წერს, ყოველი მისი დაკავება ერთგვარი სპექტაკლია.
სამართალდამცავების ინფორმაციით, ამჟერადაც "რობინზონი" დაკავებისას გულწასული დაეცა და მის დასახმარებლად სასწრაფო დამხარების ბრიგადა გამოიძახეს.