უკრიანა რუსეთთან კედლის აშენებას გეგმავს

უკრიანა რუსეთთან კედლის აშენებას გეგმავს

უკრაინა რუსეთთან საზღვარზე კედლის აშენებას გეგმავს. Укринформ-ის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენუკმა უკრაინის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

"ჩვენ ვიწყებთ პროექტს "კედელი". ეს არის რეალური კედლის მშენებლობა უკრაინა-რუსეთის საზღვარზე", - განაცხადა არსენი იაცენუკმა.

გარდა ამისა, მისივე თქმით, უკრაინას თავდაცვის ახალ დოქტრინა სჭირდება, რომელშიც რუსეთი მოხსენიებული უნდა იყოს, როგორც აგრესორი სახელმწიფო.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც იაცენუკმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, უკრაინის ნატო-სთან ურთიერთობა იყო. პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინის მიზანია, ნატო-ს #1 განსაკუთრებული პარტნიორის სტატუსი მოიპოვოს. იაცენუკის აზრით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან ყველაზე სწორი იქნებოდა გადაწყვეტილების მიღება უკრაინის ბლოკში გაწევრიანების შესახებ, თუმცა ნატო-ს შიგნით ამაზე შეთანხება ძნელი იქნება.