საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ შს სამინისტრო ქვეყანაში გაზრდილი მკვლელობების ფაქტებს ღირსეულად უპასუხებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო ღირსეულად უპასუხებს ამ გამოწვევას. ამ მკვლელობების გახსნა მთლიანად სტრუქტურისთვის და სისტემისთვის რეალურად გამოწვევაა. ამისთვის ყველაფერს აკეთებს შს სამინისტრო. ოპოზიციას აქვს თავისი შეხედულებები და მოსაზრებები, მაგრამ ღიმილის მომგვრელია იმ ადამიანებისგან ამის გაგონება, რომლებიც თითქმის მთელი ცხოვრება კრიმინალებს და დამნაშავეებს ნამუსს წმინდავდნენ ხოლმე. მათგან ამგვარი შეძახილი აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარია”, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.