საბერძნეთის ელჩი ეფერთერიოს პროიოსი საბერძნეთში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებულ ინციდენტზე ოფიციალურ ინფორმაციას არ ფლობს.
“ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას არ ვფლობ. ქართული მედიიდან ვიცი, რომ სააკაშვილი საპასპორტო კონტროლის გააჩერეს. ეს გუშინ საღამოს მოხდა და ძალიან ადრეა იმისთვის, რომ ოფიციალური ინფორმაცია მქონდეს. რა თქმა უნდა, ორი ქვეყნის შს სამინისტროებს ახლო თანამშრომლობა აქვთ და ორ ქვეყანას შორის არსებობს შეთანხმება სამართლის საკითხებში, თუმცა მე არ ვიცი, რისთვის გააჩერეს მიხეილ სააკაშვილი, იქნებ მხოლოდ საპასპორტო კონსტროლისთვის, ვაპირებ გადავამოწმო ეს ინფორმაცია და ცნობებს ამის შემდეგ გავავრცელებთ”, -განაცხადა ბერძენმა დიპლომატმა.