რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის მუდმივი შეწყვეტის თაობაზე ვერ შეთანხმდებოდნენ, რადგან რუსეთი არ არის კონფლიქტის მხარე. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
როგორც დიმიტრი პესკოვმა "რია ნოვოსტისთან" საუბრისას აღნიშნა, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტებმა განიხილეს კონფლიქტის მოგვარების საკითხი.
ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინი და პეტრო პოროშენკო აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის მუდმივი შეწყვეტის თაობაზე შეთანხმდნენ, უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა. თუმცა, რამდენიმე წუთის წინ, პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციამ გავრცელებული ინფორმაცია შეცვალა.
"პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბრის შედეგად მიღწეულ იქნა შეთანხმება აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმზე", - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განახლებულ განცხადებაში.