ქართული ჯანდაცვა სრულ მზადყოფნაშია დახმარება აღმოუჩინოს უკრაინელ ხალხს. აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ გააკეთა.
როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, პრემიერის ბრძანებით ჯანდაცვის მინისტრი უკრაინაში გაემგზავრა და პირადად გადასცა ქართული მხარის ნება, დაეხმაროს ქვეყანას მედიკამენტებით და სხვა სამედიცინო საშუალებებითა და მომსახურებით. მისივე თქმით, ქართველი მედიკოსები ინტენსიურად მუშაობენ უკრაინელ კოლეგებთან კონფლიქტის დაწყების პირველივე დღიდან.
ხუნდაძემ სამხედრო ინტერვენცია დაგმო და უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.