საქართველოს თავდაცვისა და შს ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია ასრულებს წიგნის წერას, რომელიც მალე გამოიცემა, შემდეგ კი მისი პრეზენტაციაა დაგეგმილი. ინფორმაციას ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი ავრცელებს.
წიგნი დაახლოებით ასგვერდიანი იქნება და მისი ძირითადი ნაწილი აფხაზეთის თემას, ასევე დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლას შეეხება. ბაჩო ახალაია იხსენებს საქართველოს ბოლოდროინდელი ცხოვრების ყველა იმ მნიშვნელოვან დეტალს, რომელშიც პირადად აქვს მონაწილეობა მიღებული.
წიგნის გამოცემის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ დიდი ინტერესი გამოიწვია სოციალურ ქსელში. უკვე გამოჩნდნენ პირები, რომლებმაც ამ წიგნის დაკაბადონების, რედაქტირების, კორექტირების და გამოცემისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსების სურვილი გამოთქვეს.
წიგნის პრეზენტაციის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.