პარლამენტში სემეკ-ის 2013 წლის ანგარიშს მოისმენენ

პარლამენტში სემეკ-ის 2013 წლის ანგარიშს მოისმენენ

საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის ანგარიშს მოისმენენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სემეკ-იდან აცნობეს, მომხსენებელი კომისიის თავმჯდომარე, ირინა მილორავა იქნება, რომელიც პარლამენტის წევრებს მიაწვდის ინფორმაციას კომისიის გასული წლის საქმიანობის შესახებ.

სემეკ-ის თავმჯდომარესთან ერთად პარლამენტში კომისიის თანამშრომლებიც იმყოფებიან.