შეთანხმების მიუხედავად, “ბოევიკები” დონბასში ცეცხლის შეწყვეტას არ აპირებენ

შეთანხმების მიუხედავად, “ბოევიკები” დონბასში ცეცხლის შეწყვეტას არ აპირებენ

უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტების შეთანხმების მიუხედავად, ტერორისტული ორგანიზაცია “ДНР”-ის წარმომადგენლები არ აპირებენ, დონბასში ბრძოლა შეწყვიტონ.

მათი განცხადებით,  პეტრე პოროშენო უკრაინელ ძალოვანებს ვერ აკონტროლებს და ისინი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მის ბრძანებას არ ემორჩილებიან.

გარდა ამისა, “ДНР”-ში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების თაობაზე არაფერი იციან.

პოროშენკო და პუტინი დონბასში ცეცხლის სრულად შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ.

უკრაინის პრეზიდენტმა რუს კოლეგასთან დონბასში ცეცხლის სრულად შეწყვეტის საკითხი განიხილა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მისივე ცნობით, სატელეფონო საუბრისას დონბასში ცეცხლის სრულად შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება იქნა მიღწეული, პრეზიდენტები ასევე შეთანხმდნენ ნაბიჯებზე, რომელიც მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს.