აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა უელსში, ნატო-ს სამიტს დაესწრება. "ბიბისის" ინფორმაციით, ბარაკ ობამა ესტონეთიდან დღეს საღამოს უელსის ქალაქ ნიუპორტში გაემგზავრება.
არსებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დღეს დილით ჩავიდა ესტონეთში, სადაც ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს შეხვდება.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი უელსში 4-5 სექტემბერს გაიმართება. "ბიბისის" ცნობით, სამიტს ექვსი ქვეყნის ლიდერი და 4 ათასამდე დელეგაცია დაესწრება.
გავრცელებული ინფორმაციით, ნატო-ს სამიტზე ბარაკ ობამა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შეხვდება.
უელსში გაემგზავრა საქართველოს დელეგაცია. დელეგაციას ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობს.