როგორც თბილისის საკრებულოს წევრმა “პირველ პრესკლუბში” განაცხადა, აუცილებელია გიორგი მარგველაშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა ურთიერთობა მოაგვარონ.
“მე ძალიან მარტივად ვიტყვი, ასეთი დამოკიდებულება არის არანორმალური. ორივემ - პრემიერმაც და პრეზიდენტმაც კეთილი უნდა ინებოს და ეს საქმე მოაგვაროს. უხერხულია და არასერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს ეს ურთიერთობები უკვე. გაცდა ეს უკვე ყველანაირ ზღვარს და მისახედია. თითქოს არაფერი არ არის, თითქოს და რა მოხდა, მაგრამ როგორ არ მოხდა. ეს არის ინსტიტუციური წინააღმდეგობა, ეს ძალიან მოქმედებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე, ასევე, ქვეყნის შიგნით. არ ჩანს, რომ რაიმე სერიოზულია, ეს უფრო გაუგებრობებს გავს. საჭიროა ამის მოგვარება”, - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.