უმრავლესობის მიერ უკრაინაზე განცხადების მიღება დაგვიანებულია

უმრავლესობის მიერ უკრაინაზე განცხადების მიღება დაგვიანებულია

საპარლმენტო უმცირესობის წევრი გია თევდორაძე მიიჩნევს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მხრიდან მორიგი რეზოლუციის მიღება დაგვიანებულია.

თევდორაძის თქმით, რეზოლუციის მიღების იდეა ადრე უმცირესობის წევრებს ეკუთვნოდა, თუმცა ,,ქართული ოცნება" აღნიშნულ ინიციატივას მაშინ გაგებით არ მოეკიდა.

,,მთელი ცივილური სამყაროსთვის ნათელია, რომ ყველა ამ უბედურების შემოქმედი არის ვლადიმერ პუტინი და დღევანდელი ხელისუფლებისთვის ეს არის გაუგებარი. როგორც ჩანს, მათ მიიღეს დაგვიანებული ნებართვა შუშის სასახლიდან", - განაცხადა გია თევდორაძემ ჟურნალისტებთან.

უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე უნდა იმსჯელოს.