ამერიკის საელჩოსთან დაცვა გაძლიერდა

ამერიკის საელჩოსთან დაცვა გაძლიერდა

თბილისში, ამერიკის საელჩოსთან დაცვა გაძლიერებულია. ადგილზე სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები იმყოფებიან. ამერიკის საელჩოსთან დღეს ორი აქციის გამართვაა დაგეგმილი - ერთი უკრაინის მხარდასაჭერია, ხოლო მეორე - ნატო-ს საწინააღმდეგო.

ამ დროისთვის საელჩოსთან უკრაინის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები იმყოფებიან. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი რუსეთის პოლიტიკას გააკრიტიკებენ.