დარბაზობაზე ერთმა ახალგაზრდამ მიმართა ბერნარდ შოუს:
- ეს თქვენ ბრძანდებით განთქმული იურისტი? მართალია, რომ თქვენი მამა მკერავი იყო?
- დიახ, - დაუდასტურა შოუმ.
- მაშ, რატომ არ გახდით თქვენც მკერავი?
- ძნელია თქმა. ბედია, ან შესაძლებელია უბრალო ახირება. აი, მაგალითად, თქვენი მამა, მგონი, ჯენტლმენი იყო?
- რასაკვირველია, - დაუმოწმა ახალგაზრდამ.
- მაშ, თქვენც რატომ არ გახდით ჯენტლმენი? – შეეკითხა შოუ.