უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, სატელეფონო საუბრისას, აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის მუდმივ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
"სატელეფონო საუბრისას მიღწეულ ი იქნა ურთიერთგაგება იმ ნაბიჯებთან მიმართებაში, რომელიც ხელს შეუწყობს მშვიდობის დამყარებას", - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.